უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

კომპანია: ევროპის უნივერსიტეტი

გამოქვეყნების თარიღი: Apr 06

დასრულების ვადა: May 06

ხელფასი: 2000

ადგილმდებარეობა: თბილისი

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი.
ანაზღაურება - 2000 ლარი (ხელზე ასაღები).

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამეცნიერო კვლევის განხორციელება და კვლევის შედეგების გამოქვეყნება;
** სამეცნიერო კვლევის შინაარსის, კვლევის მეთოდებისა და საშუალებების განსაზღვრა;
** საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის
** ხელმძღვანელისთვის;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა
** უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი;
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B1 დონე.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: info@law.org.ge და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 16 აპრილი.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...