ბუღალტერი
"JF Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ:
"JF Georgia" არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში პროფესიონალური სილამაზისა და მოვლის პროდუქციის დისტრიბუციის სფეროში. კომპანია ოპერირებს როგორც საბითუმო, ისე საცალო მიმართულებით და თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა
** შესყიდვების, გაყიდვების, საბანკო ოპერაციების და სალარო ოპერაციების აღრიცხვა
** წარმომადგენლობითი ხარჯების აღრიცხვა, ანალიზი და კონტროლი
** მივლინების ხარჯების დამუშავება, გაფორმება და გატარება
** კონტრაგენტებთან ურთიერთშედარება (შედარების აქტები)
** კომპანიის შიდა წესებისა და ფინანსური დისციპლინის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა
** MS Excel-ის კარგი ცოდნა
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (სასურველია APEX ან ანალოგიური სისტემები)
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩაითვლება უპირატესობად:
** დისტრიბუციულ ან სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** საერთაშორისო ოპერაციებთან (იმპორტი/ექსპორტი) მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (წერა/კითხვა)
განაცხადის გაგზავნა:
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@junglefever.ge.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს