ადმინისტრატორი

კომპანია: სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი

გამოქვეყნების თარიღი: Mar 24

დასრულების ვადა: Apr 24

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამშენებლო კომპანია "აპექს დეველოპმენტი" 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. "აპექს დეველოპმენტში" მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.

მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა- ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 11:00-16:00
** ანაზღაურება - 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

ძირითადი ფუნქციები:

** ოფისში შემოსულ ვიზიტორებთან პირველადი კომუნიკაცია ;
** ვიზიტორის ინფორმირება კომპანიის პროექტების შესახებ, შეხვედრის ჩანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში მისი გადამისამართება;
** ოფისის გამართულად მუშაობისთვის საკანცელარიო მარაგების მონიტორინგი;
** ოფისში შესასვლელ და შეხვედრების ოთახებში წესრიგის კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება ;
** მომსახურების სტანდარტისა და კორპორაციული დრეს კოდის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

** პოზიტიური და კომუნიკაბელური;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ მეილზე: contact@apexd.ge. სავალდებულოა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ადმინისტრატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...