გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი

გამოქვეყნების თარიღი: Mar 24

დასრულების ვადა: Apr 24

ხელფასი: 6000

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამშენებლო კომპანია "აპექს დეველოპმენტი" 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. "აპექს დეველოპმენტში" მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.

მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა- ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "APEX Development" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე; შაბათი: 11:00 საათიდან 16:00 საათამდე,
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა (5000 ₾-დან -6000 ₾ ფარგლებში);

მოთხოვნები:

** ძლიერი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** უმაღლესი განათლება.
** გაყიდვების სფეროში უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
** დაინტერესებული აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება დისტანციურად (სატელეფონო, ციფრული არხებით)
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა.
** გაყიდვების სრულად ორგანიზება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა;

აუცილებელი უნარები:

** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: contact@apexd.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...