ცომეულის მცხობელი
ვაკანსია: ცომეულის მცხობელი
საცხობების ქსელი "კომბინატი"
საცხობების ქსელი "კომბინატი" აცხადებს ვაკანსიას ცომეულის მცხობლის პოზიციაზე.
თუ გაქვს შრომის სიყვარული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გინდა სტაბილურ გარემოში მუშაობა — შემოგვიერთდი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორი — მოსკოვის გამზირი 13
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1200 - 1600 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ცომის დამუშავება და შესაბამისი ფორმით მომზადება
** გულსართების მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** ცომეულის (ხაჭაპური, ლობიანი და სხვა) ცხობა
** ღუმელის ტემპერატურის კონტროლი
** მზა პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა
** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass-ის სერვისით სარგებლობას
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** უსაფრთხო და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს
დამატებითი ინფორმაცია:
** შერჩევის პროცესი იწყება განაცხადების მიღებისთანავე.
** შერჩევის თითოეულ ეტაპზე კანდიდატებს გაეგზავნებათ უკუკავშირი.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე:
zura@mtkvari.group
ან დაგვიკავშირდეთ WhatsApp-ზე: 598 60 36 32
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს