ფილიალის მენეჯერი

კომპანია: Coffeeshop Company

გამოქვეყნების თარიღი: Mar 21

დასრულების ვადა: Apr 21

ადგილმდებარეობა: თბილისი

ყავის კომპანია "Coffeeshop Company Georgia" საერთაშორისო ფრენჩაიზის ქსელის ნაწილია, რომელიც შთაგონებულია ცნობილი ვენური ყავის სახლების კულტურით. 8 წელზე მეტია, ჩვენი კომპანია ქმნის უნიკალურ ყავის გამოცდილებას თბილისში, პრემიუმ ყავის, თბილი ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის მომსახურების შერწყმით.

ყავის კომპანია "COFFEESHOP COMPANY GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და მართვა;
** ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** პროდუქციის მარაგების, ვადების კონტროლი და შეკვეთების პროცესის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა სამუშაო პროცესში;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საშუალო/უმაღლესი განათლება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** ოპერაციული პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcoffeeshopgeo@gmail.com

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ფილიალის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...