ბუღალტერი

კომპანია: მონოლით ჯგუფი

გამოქვეყნების თარიღი: Mar 20

დასრულების ვადა: Apr 20

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** შესყიდვის დოკუმენტაციის ფაილინგი (როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით) გატარება, ფაქტურების მოთხოვნა/დადასტურება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების შესყიდვის გატარებების გადამოწმება და ფაქტურების მოთხოვნა/დადასტურება;
** გადასარიცხად მომზადებული დოკუმენტაციის დამუშავება და დაავტორიზების პროცესში ჩართულობა;
** ხელფასის დარიცხვის გატარებები;
** ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ფაილინგი/გატარებები;
** სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმების შევსება-გადაგზავნა ვადების დაცვით;
** შესრულებული ამოცანების შესახებ კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკით განსაზღვრული რეპორტების მომზადება და გადაგზავნა ხელმძღვანელ პირებთან;
** აღრიცხვის დეპარტამენტის თანამშრომლების შვებულების პერიოდში დამატებითი ამოცანების შესრულება სამუშაო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით;
** ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული სხვა საბუღალტრო სამუშაოების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
** შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office (განსაკუთრებით Excel-ის)

პიროვნული უნარები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების მართვის უნარი;

შერჩევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** ტესტირებას
** გასაუბრებას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბუღალტერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...