დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი
დაცვის კომპანია "ალგანი" 2004 წელს დაარსდა. ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორტფოლიო 10 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გ. სააკაძის II გასასვლელი N 8;
სამუშაო განაკვეთი: 10:00 დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება);
დასვენება: შაბათი და კვირა;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული პრობლემური დავალიანებების კონტროლი;
** დებიტორებთან გამავალი ზარების განხორციელება, აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება;
** მომხმარებლების მიერ თანხის ჩარიცხვის კონტროლი და ადმინისტრირება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** დებიტორული დავალიანების მართვის დეპარტამენტში მომუშავე თანამშრომლებთან გუნდური მუშაობა და კოორდინაცია;
** საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ;
** ცხრილებთან მუშაობის უნარი, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს