საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

კომპანია: Ilaria

გამოქვეყნების თარიღი: Mar 18

დასრულების ვადა: Apr 18

ხელფასი: 3500

ადგილმდებარეობა: თბილისი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია ILARIA ეძებს საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 09:30 - 18:00
ანაზღაურება: 3500 ლარიდან Net
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიცია ითვალისწინებს შესყიდვების სრული ციკლის მართვას, საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობას, ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაციასა და ეფექტურ დაგეგმვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

შესყიდვების გეგმის შემუშავება და საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება:

** შესყიდვის მოთხოვნების სისტემური მიღება და დამუშავება;
** კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა შესყიდვის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
** წლიური და კვარტალური შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და შეთანხმებაში მონაწილეობა, ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით;
** ტექნიკური დავალების შესაბამისად, კომერციული შემოთავაზებების მოძიება, მიღება და ანალიზი;
** ტენდერის პროცესის ორგანიზება შიდა პროცედურების დაცვით და გამარჯვებული მომწოდებლის გამოვლენა;
** გამარჯვებული კომერციული შემოთავაზების მენეჯმენტთან ელექტრონული შეთანხმების უზრუნველყოფა;
** მომწოდებელთან შეკვეთის განთავსება და შესყიდვის პროცესის ყველა ეტაპზე კომუნიკაციის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების პროცესის ინიცირება იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით;
** საკონტრაქტო პირობების სიზუსტისა და წინასწარ შეთანხმებულ პირობებთან შესაბამისობის შემოწმება;
** ხელშეკრულების ელექტრონული ვერსიის მიწოდება მომწოდებლისთვის, დადასტურებისა და ხელმოწერის მიღების მიზნით;
** ლოჯისტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობა ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად;
** საბაჟო აგენტებთან კოორდინაცია და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;
** მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
** შესყიდვების გეგმის შესაბამისობის კონტროლი მარაგების მიმდინარე მდგომარეობასთან მიმართებაში;
** მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში რეაგირება და შესაბამისი შიდა სტრუქტურების ინფორმირება.
** შესყიდვების სრული ციკლის (end-to-end) მართვა - მოთხოვნიდან მიწოდებამდე;
** არსებული მომწოდებლების პირობების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** ახალი საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება და შეფასება;
** მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება და მართვა.
** ბაზრის კვლევა და ფასთა ანალიზი;
** ფინანსური და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების ინიციირება;
** მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება.

ხარისხი და შესაბამისობა:

** მომწოდებლებთან კომუნიკაცია დეფექტურ პროდუქტებთან ან დოკუმენტაციის ხარვეზებთან დაკავშირებით;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სიზუსტისა და სრულყოფის უზრუნველყოფა;
** შიდა პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოჯისტიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების სფეროში;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** წარმოების ან ინდუსტრიულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საერთაშორისო ვაჭრობისა და შესყიდვების პირობების ცოდნა.

პროფესიული და პიროვნული უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ERP სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; 1C-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** დროისა და დავალებების ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სტრუქტურული აზროვნება;
** პროაქტიული მიდგომა და პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge და აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...