უმცროსი HR
"სინაბონი" არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ჯუნიორ HR-ს რომელიც დაგვეხმარება HR პროცესების მართვასა და 20 თანამშრომლიანი გუნდის გაძლიერებაში. ეს პოზიცია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება ან განვითარება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** სრული რეკრუტინგ ციკლის მართვა: ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების შერჩევა, ინტერვიუების ჩატარება და რეკომენდაციების შემოწმება
** თანამშრომელთა ადმინისტრირება: პირადი საქმეების წარმოება, მონაცემთა ბაზის განახლება და საკადრო დოკუმენტაციის მართვა
** დასწრების, შვებულება/ბიულეტენის და სამუშაო დროის აღრიცხვა
** ობიექტებიდან მიღებული HR მონაცემების შეგროვება, გადამოწმება და სახელფასო პროცესისთვის მომზადება
** თანამშრომელთა ბენეფიტების ადმინისტრირება
** ტრენინგებისა და განვითარების მხარდაჭერა
** შრომითი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკების დაცვა
** შიდა კომუნიკაციისა და დისციპლინური საკითხების მართვა
** მენეჯმენტთან და ობიექტის მენეჯერებთან ეფექტური თანამშრომლობა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება HR სფეროში (სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო)
** MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა
** კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ქართულისა და ინგლისურის ცოდნა
** ინტერვიუს ტექნიკების ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფად სწავლის უნარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N3.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: Career@cinnabongeorgia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ჯუნიორ HR"
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს