იურისტი
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
კომპანია ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას და მონაწილეობას მიიღებს სამშენებლო-დეველოპერულ პროექტებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებში.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე;
** ხელშეკრულებების მომზადება, რევიზია და შეთანხმება კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან;
** მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** სამართლებრივი შინაარსის წერილების მომზადება (შეტყობინებები, მოთხოვნები, გაფრთხილებები და სხვ.);
** კომპანიის კრების ოქმების, წესდებებისა და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება;
** სანოტარო აქტების გაფორმებაში მონაწილეობა;
** არქიტექტურული პროექტების შეთანხმების პროცესში სამართლებრივი ჩართულობა;
** ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო კომპანიებთან კომუნიკაცია და საქმისწარმოება;
** განცხადებების მომზადება და ელექტრონული სისტემების საშუალებით წარდგენა;
** მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამშენებლო ან დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო სამართლის ცოდნა;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის ინგლისური ენაზე მომზადების/რევიზიის შესაძლებლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
განაცხადის წესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: recruitmentac7@outlook.com
მნიშვნელოვანია, სათაურის ველში მიუთითეთ: "იურისტი"
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დამუშავდება კანდიდატის შერჩევის პროცესის ფარგლებში.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს