შიდა აუდიტორი

კომპანია: უნისონი

გამოქვეყნების თარიღი: Mar 16

დასრულების ვადა: Apr 16

ადგილმდებარეობა: თბილისი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით შიდა აუდიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30-18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შიდა პროცედურების, რეგლამენტებისა და ინსტრუქციების შესრულების კონტროლი სხვადასხვა დეპარტამენტში, სტანდარტთან გადახრების ფიქსაცია და დოკუმენტირება;
** SLA-ებისა და შიდა სამუშაო ვადების დაცვის მონიტორინგი (ანდერაიტინგი, ზარალების მართვა, რეპორტინგი, HR პროცესები და სხვა);
** შიდა პოლიტიკის, ოპერაციული, HR, IT, სამედიცინო და სხვა პროცედურების შესაბამისობის შემოწმება;
** მონაცემთა ანალიზის საფუძველზე სისტემური ხარვეზებისა და განმეორებადი დარღვევების იდენტიფიცირება;
** შემოწმების შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშგების მომზადება;
** მაღალი რისკის საკითხების დროული ესკალაცია მენეჯმენტთან;
** გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებელი ღონისძიებების (Action Plan) განხორციელების მონიტორინგი;
** შიდა კონტროლის კულტურის განვითარებაში მონაწილეობა და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართლის, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა კონტროლის, რისკების მართვის ან ოპერაციების მიმართულებით;
** სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შიდა აუდიტის პროფესიული სერტიფიკატი (CIA, CISA ან მსგავსი) სასურველია;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება;
** ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და ესკალაციის მართვის უნარი;
** ობიექტურობა, კონფიდენციალობა და პროფესიული ეთიკა;
** Excel/Google Sheets და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების ცოდნა (Power BI — უპირატესობა).

* პოზიცია არ მოიცავს ფინანსური ანგარიშგების, ბუღალტრული ჩანაწერებისა და საგადასახადო საკითხების აუდიტს, რომელიც გარე ან ფინანსური აუდიტის სფეროს განეკუთვნება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შიდა აუდიტორი". დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - შიდა აუდიტორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...