დისტრიბუტორი

კომპანია: მზიური ბიზნეს ცენტრი

გამოქვეყნების თარიღი: Mar 13

დასრულების ვადა: Apr 13

ადგილმდებარეობა: კახეთი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა.) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კახეთის რეგიონში დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** სფერო: დისტრიბუცია
** სამუშაო ადგილი: კახეთი - თბილისი, წერეთლის გამზ. N113დ.
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე; - ორშაბათი - პარასკევი;

ანაზღაურების მეთოდი: ფიქსირებულს + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვა და კონტროლი
** პოკეტში მოახდინოს შეკვეთების შესახებ ინფორმაციის შეყვანა/კორექტირება
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა
** ფიზიკური დატვირთვის გამკლავება

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** საწვავით უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass

შერჩევის ეტაპები:

** შემოსული რეზიუმეების დახარისხება
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@mziuri.com.ge.

შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი".

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - დისტრიბუტორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...