მინი ბარის თანამშრომელი

კომპანია: Rooms Hotel

გამოქვეყნების თარიღი: Apr 24

დასრულების ვადა: May 23

ადგილმდებარეობა: ბათუმი

"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS BATUMI" აცხადებს ვაკანსიას მინი ბარის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სტანდარტების დაცვით გადაამოწმოს და შეავსოს მინი ბარი;
** აკონტროლოს პროდუქციის ვადები;
** მოახდინოს ყველა გამოყენებული პროდუქტის დარიცხვა ოთახების მიხედვით;
** გაუწიოს მონიტორინგი მინიბარში არსებულ სასმლის და საკვების მარაგს;

მოთხოვნები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV:

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/1SLocFfTaI

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს