საწყობის თანამშრომელი
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასის მომსახურებას;
** კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ცვლებში 09:00-18:00/13:00-22:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 140
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა - Excel, Word, Outlook;
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი ორგანიზაციული უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის დასაწყობება;
** საიტზე შემოსული შეკვეთების მომზადება გასაგზავნად;
** ფილიალების მომარაგების მომზადება;
** შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემთა ასახვა და ოპერაციების შესრულება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა https://forms.office.com/e/UK0rLgChEA ან გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: career@bluetabla.ge. გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "საწყობის თანამშრომელი".
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს