გრაფიკული დიზაინერი

კომპანია: coinmania.ge

გამოქვეყნების თარიღი: Mar 10

დასრულების ვადა: Apr 10

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Coinmania.ge" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე.

ჩვენს შესახებ:

"Coinmania.ge" წარმოადგენს ვირტუალური აქტივების მომსახურების წამყვან პროვაიდერს, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს კრიპტო აქტივების ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და გადარიცხვის სერვისებს. პლატფორმა 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ემსახურება მომხმარებლებს ყოველდღე, 24/7 რეჟიმში. ჩვენ ვეძებთ კრეატიულ და გამოცდილ გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მარკეტინგის გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** ვიზუალური კონცეფცია: მარკეტინგული კამპანიებისა და ყოველდღიური კომუნიკაციისთვის ბრენდის იდენტობის შესაბამისი დიზაინების შექმნა.
** Social Media: კრეატიული მასალების მომზადება (პოსტები, სთორები, ქავერები, კარუსელები).
** Digital Advertising: სარეკლამო კრეატივების მომზადება და მათი ადაპტაცია სხვადასხვა ფორმატსა და ზომაში.
** Events & Print: ივენთებისთვის საჭირო დიზაინების (ბანერები, სტენდები, პრეზენტაციები) და სხვა საბეჭდი მასალების მომზადება.
** Email Marketing: ნიუსლეთერების ვიზუალური დიზაინის შექმნა.
** Brand Development: მონაწილეობა Brand Book-ის შექმნასა და მის მუდმივ განვითარებაში.
** Motion Support: მოუშენ ვიდეოებისთვის შესაბამისი სამუშაო ფაილების გამზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.
** პროგრამული ცოდნა: Adobe Photoshop-ის და Adobe Illustrator-ის სიღრმისეული ცოდნა.
** კრეატიულობა: კონცეფციის დამოუკიდებლად შექმნის უნარი და გამორჩეული ვიზუალური ხედვა.
** ტექნიკური უნარები: ბრენდის იდენტობასა და გაიდლაინებზე მუშაობის გამოცდილება; ფაილების მოწესრიგებულად წარმოება.

სასურველია:

** AI ინსტრუმენტებით გრაფიკული ელემენტების გენერირების უნარი.
** Stock პლატფორმების ეფექტური გამოყენება.
** ფოტომასალის პროფესიონალური დამუშავება.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის ეფექტური მართვა და ვადების დაცვა.
** გუნდთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
** ადგილმდებარეობა: სამუშაო სრულდება ოფისიდან (თბილისი, ფალიაშვილი)
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, ფიტპასი, სასურველი მიმართულებით ტრენინგების დაფინანსება წელიწადში 1500 ლარის ფარგლებში, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: HR@coinmania.ge ან შეავსოთ განაცხადი ბმულზე: https://coinmania.selfrecruit.ge/s/i1fSW.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გრაფიკული დიზაინერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...