უძრავი ქონების აგენტი

კომპანია: Tbilisi Home

გამოქვეყნების თარიღი: Mar 10

დასრულების ვადა: Apr 10

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

უძრავი ქონების სააგენტო "Tbilisi Home" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შრომისმოყვარე კანდიდატებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაყიდვებით და სურთ კარიერული განვითარება უძრავი ქონების სფეროში.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00 - 18:00
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 144/2
ანაზღაურება: 1500 ლარიდან (შემოსავალი დამოკიდებულია შესრულებულ გაყიდვებზე და პირად შედეგებზე)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა
** შესაბამისი უძრავი ქონების მოძიება კლიენტის მოთხოვნების მიხედვით
** შეხვედრების ორგანიზება და ქონებების პრეზენტაცია
** განცხადებების განთავსება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე
** სატელეფონო ზარებზე და ელექტრონულ წერილებზე პასუხი
** კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და რეპორტინგი

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** აუცილებელია ქართული და ინგლისური / რუსული ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარგ ნეთვორქს და პროფესიულ კონტაქტებს უძრავი ქონების სფეროში
** სრულ ტრენინგს
** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ულიმიტო სასაუბრო დროს
** სამუშაო ბალანსს განცხადებების განთავსებისთვის

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ან დაგვიკავშირდით: +995 555 789 306, nino@tbilisihome.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უძრავი ქონების აგენტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...