სამშენებლო პროექტის მენეჯერი
ვეძებთ სამშენებლო პროექტის მენეჯერს ჩვენი გუნდისთვის (ბათუმი)
გაიცანით "ელემსი" და ჩვენი ხედვა: "ელემსი" მშენებლობის მენეჯმენტის კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით უძღვება მასშტაბურ პროექტებს. ჩვენი პორტფელი მრავალფეროვანია, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კომერციულ სივრცეებს, საცხოვრებელ, სამედიცინო ობიექტებს და სხვა. ჩვენ ვმართავთ პროცესებს და ვქმნით მართვის ისეთ სტანდარტს, სადაც მთავარი ღირებულება მაღალი ხარისხი, სიზუსტე და საიმედოობაა
შენი როლი ჩვენთან: ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, გამოცდილ პროექტის მენეჯერს, რომელიც შეძლებს სრული ციკლის პროექტების დამოუკიდებლად მართვას - ინიცირებიდან ობიექტის მიღება-ჩაბარებამდე. შენი მიზანი იქნება პროექტის ეფექტიანი დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი განსაზღვრულ ვადებში, ბიუჯეტისა და ხარისხის სტანდარტების მკაცრი დაცვით.
რაზე იზრუნებ ყოველდღიურად?
** სრული ციკლის მართვა: პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულებისა და დახურვის პროცესების ლიდერობა.
** სტრატეგია და აღსრულება: პროექტის აღსრულების გეგმის (PEP) შემუშავება, შეთანხმება და დანერგვა.
** ბიუჯეტი და ვადები: პროექტის გუნდის, გრაფიკის, სამუშაო მოცულობისა და სახელშეკრულებო/საბიუჯეტო პარამეტრების მკაცრი კონტროლი.
** პარტნიორებთან მუშაობა: ტენდერებისა და შესყიდვების პროცესის მართვა; ეფექტიანი კომუნიკაცია სხვადასხვა ფაზაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებთან/ქვეკონტრაქტორებთან.
** ხარისხის კონტროლი: დამპროექტებლების (არქიტექტორები, კონსტრუქტორები, ინჟინრები და სხვა) მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა.
** ანგარიშგება და ჩაბარება: პროექტის პროგრესის რეპორტინგი და მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა დამკვეთთან.
ვის ვეძებთ?
** პროფესიონალს, რომელსაც აქვს სამშენებლო სამუშაოების მართვის სფეროში მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** ვისაც აქვს ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიის, მშენებლობის, არქიტექტურის ან პროექტების მართვის მიმართულებით.
** საერთაშორისოდ აღიარებული პროექტების მართვის სერტიფიკატის (მაგ: PMP, PRINCE2) ფლობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
** ვისაც აქვს დროის ეფექტიანად მართვის, ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში წარმართვის ძლიერი უნარი.
** ვისაც შეუძლია მოლაპარაკებების წარმართვა და მაღალი დონის შეხვედრების მართვა.
** ვინც სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას.
** ვინც პროფესიონალურ დონეზე იყენებს: MS Excel, MS Project და Adobe Acrobat.
** უპირატესობად ჩაითვლება: AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამების ცოდნა, ასევე FIDIC, JCT ან NEC ხელშეკრულებებთან მუშაობის გამოცდილება.
რას გთავაზობს "ელემსი"?
** საინტერესო გამოწვევები: იმუშავებ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, მასშტაბურ პროექტებზე და გექნება რეალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
** მხარდაჭერა: დაგხვდება სტაბილური სამუშაო გარემო და გამოცდილი გუნდი, რომელიც ხელს შეუწყობს შენს პროფესიულ განვითარებას.
** ჯანმრთელობა: უზრუნველყოფილი იქნები ჯანმრთელობის დაზღვევით.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
** ანაზღაურება: 4000-13000 ლარი (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).
როგორ გამოგვეხმაურო:
თუ ხედავ შენს თავს ამ პოზიციაზე, გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) მისამართზე: career@lmc.ge. ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ - "სამშენებლო პროექტის მენეჯერი - ბათუმი".
რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ "ელემსის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვაზე 1 (ერთი) წლის ვადით. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს