საინჟინროს ზედამხედველი

კომპანია: პარაგრაფ გოლფი და სპა აუტოგრაფ ქოლექშენი

გამოქვეყნების თარიღი: Mar 09

დასრულების ვადა: Apr 09

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Paragraph Golf & Spa, Tabori, Autograph Collection" აცხადებს ვაკანსიას საინჟინროს ზედამხედველის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, საქართველო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლებზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი;
** დეპარტამენტის გეგმიური და მიმდინარე ტექნიკური თუ ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაზე ზედამხედველობა;
** ყოველდღიური შემოვლების განხორციელება და მის მეთვალყურეობაში მყოფი დანადგარების შემოწმება: AHU, CHILLERS, BOILERS, FANCOILS;
** ელექტრული პრობლემების იდენტიფიცირება;
** სასტუმროში არსებული დანადგარების, ოთახებისა და სხვა სივრცეების ფილტრების შემოწმება;
** ტემპერატურების კონტროლი სეზონისა და ამინდის შესაბამისად;
** ზოგადი და სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქციებისა და სტანდარტების ცოდნა/დაცვა;
** სასტუმროს სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა/დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** კვებას;
** უნიფორმას;
** ტრანსპორტირებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე hrtabori@paragraphhotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით მისამართზე ლ.გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: hrtabori@paragraphhotels.com.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საინჟინროს ზედამხედველი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...