კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/
შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შემდგომში განიხილება გაყიდვების სამსახურის უფროსად
სამუშაოს ადგილმდებარეობა: კადრის ძირითადი სამუშაო ადგილი იქნება თბილისი და ასევე, საქართველოს რეგიონები;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე და წარმოადგენს მოლაპარაკების საკითხს.
ძირითადი მოვალეობები:
** გუნდის მართვა, მათთვის გეგმის გაწერა, კონტროლი, რეპორტინგი და შედეგების ანალიტიკა;
** CRM პროგრამის დანერგვა, მართვა და თანამშრომლებში ინტეგრირება სრულად (სეზონის ბოლოდან);
** შეხვედრების გამართვა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
** საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრის წარმართვა ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** ყოველდღიური რეპორტინგი, ჩატარებული დღის შესახებ;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
** გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი;
** შემოსავლის ბიუჯეტირება, პროგნოზირება;
** ბიზნესის ადეკვატური კონტროლის სისტემების/მიდგომის დანერგვა;
** კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით, ჩართულობა მარკეტინგის სტრატეგიების განსაზღვრაში და შესაბამისი ამოცანების დასახვა;
** გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრა, გეგმის შედგენა და სრული ციკლის მონიტორინგი;
** პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და მათი შედეგების მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
** უმაღლესი განათლება;
** კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "აგრონომის" (ს/კ: 200265319, მის: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ონიაშვილის ქ., N 25 ; ქ. თბილისი, ონიაშვილის ქ., N 27, ბინა N26, ელფოსტა: agronom@agronom.com.ge (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით. გაცნობებთ, რომ მოცემული თანხმობის გამოხმობა შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს