სამედიცინო ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მენეჯერი

კომპანია: კლინიკა ჰელსიკორი

გამოქვეყნების თარიღი: Mar 08

დასრულების ვადა: Apr 08

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს სამედიცინო ხარისხის კონტროლის დეპარტამენტში მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში სამედიცინო დოკუმენტაციის არსებული წესის დაცვით წარმოების მეთვალყურეობა და კონტროლი;
** სამედიცინო დოკუმენტებში აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და დაფიქსირება, ხარვეზების აღმოფხვრის მეთვალყურეობა;
** სამედიცინო პორტალებზე მონაცემების ატვირთვის მონიტორინგი;
** ხარისხის მართვის გუნდთან თანამშრომლობა, რეპორტების მომზადება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და სწრაფი აღმოფხვრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო განრიგი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 22 მარტამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სამედიცინო ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...