მოლარე-ოპერატორი

კომპანია: ჯორჯიან ეარვეისი

გამოქვეყნების თარიღი: Mar 05

დასრულების ვადა: Apr 05

ადგილმდებარეობა: თბილისი

ავიაკომპანია შპს "ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება
** ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება: ფიზიკური პირების, კორპორაციული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბიალეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ
** ავიაკომპანიის მომხმარებლებთან კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

**ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა
**სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** იტალიური, გერმანული, ესპანური და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook)
** სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა

სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით (გათვალისწინებულია ღამის ცვლაც).
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@georgian-airways.com არა უგვიანეს 2026 წლის 05 აპრილამდე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@georgian-airways.com და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მოლარე-ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...