რეინჯერი

კომპანია: ნიუ ჰოსპიტალსი

გამოქვეყნების თარიღი: Mar 05

დასრულების ვადა: Apr 05

ადგილმდებარეობა: თბილისი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას რეინჯერის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მისაღებია შემდეგი მიმართულების სტუდენტები (კოლეჯის ან/და უმაღლესი სასწავლებლის): მედიცინა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საექთნო საქმე და სამეანო საქმე, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, ბიოქიმია და მიკრობიოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ვეტერინარია, სამედიცინო ბიოტექნოლოგია და ბიოინჟინერია, სტომატოლოგია, ფარმაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** ექთნის დახმარება კლინიკაში არსებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
** პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
** პაციენტების ბიოლოგიური მასალის/დოკუმენტაციის ლაბორატორიისათვის მიწოდება;
** შიდა პროტოკოლების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 05.04.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - რეინჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...