ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი

კომპანია: ნიუ ჰოსპიტალსი

გამოქვეყნების თარიღი: Mar 05

დასრულების ვადა: Apr 05

ადგილმდებარეობა: თბილისი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის გრაფიკი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ან ვიდეომონიტორინგის სფეროში;
** IVMS პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სახანძრო პანელთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის მასშტაბით მონიტორინგის კამერების უწყვეტი ზედამხედველობა და კონტროლი;
** ვიდეომონიტორინგის სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და პერიოდული შემოწმება;
** ჩანაწერების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, მათი შენახვა/დაარქივება;
** საფრთხის იდენტიფიკაციის შემთხვევაში სწრაფი და ეფექტური რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება;
** პერსონალური მონაცემების დაცვა და კონფიდენციალობის უზრუნველყოფა კლინიკაში დადგენილი წესის შესაბამისად;
** სახანძრო პანელის მონიტორინგი და აქტივაციის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფი და ეფექტური მოქმედების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 05.04.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...