ფოტო-ოპერატორი
კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფოტო-ოპერატორის პოზიციაზე.
"ფოტოცენტრი" ლიდერი კომპანიაა ფოტოსერვისის მიმართულებით ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე ფოტოცენტრის ქსელი აერთიანებს 3 ფიზიკურ ფილიალს თბილისში, 1 ჩარჩოების საამქრო/შოურუმს თავისუფლების მოედანზე და ე-კომერსს პლატფორმას 1500+ პროდუქტითა და მრავალფეროვანი პერსონალიზაციების ფუნქციონალით: Photocenter.ge
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook და Instagram გვერდებზე:
FB: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063
IG: https://www.instagram.com/photocenter.ge/
ვებ-გვერდი: https://www.photocenter.ge
რას საქმიანობს ფოტო ოპერატორი ფოტოცენტრში? პირდაპირ კონტაქტშია მომხმარებლებთან, ბეჭდავს ფოტოებს სპეციალურ ბეჭდვის დანადგარზე, მუშაობს ასლგადამღებ დანადგართან, მომხმარებლებს უღებს საპასპორტე ფოტოებს, ამუშავებს და ბეჭდავს. საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს ფოტოშოპში: ფოტოს ფერებზე და ხარვეზებზე დამუშავება, მოჭრა, ფერების ბალანსი და ა.შ.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერული მომსახურება: ფოტოს დამუშავება, მოჭრა, საბეჭდი ფაილების მომზადება.
** ციფრული ბეჭდვის დანადგარებთან მუშაობა: ფოტოების ბეჭდვა, ფერების ბალანსი
** საპასპორტო სურათების გადაღება, დამუშავება და დაბეჭდვა
აუცილებელია:
** Adobe Photoshop-ის ცოდნა
** Word/Excel - საბაზისო დონე
** ინგლისური ენის ცოდნა
** ფერების სწორი აღქმის უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური და თავაზიანი
** სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პრიორიტეტების სწორად დასმის და სიტუაციის კონტროლის უნარი
სტაჟირების პერიოდი: 1 კვირა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე, შაბათ-კვირა: 10:00-19:00.
ანაზღაურება: 500 ლარი. (ხელზე ასაღები)
სამუშაო ადგილი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელ.ფოსტაზე: ceo@photoplaza.ge
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს