ოპერაციული მენეჯერი
სასტუმრო "როშე გუდაური" ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ ოპერაციულ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიან მართვას, მაღალი მომსახურების სტანდარტების შენარჩუნებას და ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას.
ოპერაციული მენეჯერი იქნება პასუხისმგებელი როგორც ადმინისტრაციულ, ასევე საოპერაციო პროცესებზე და მჭიდროდ ითანამშრომლებს მფლობელებთან/დირექტორთან სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების სრულყოფილი მართვა
** პერსონალის მართვა, მოტივაცია და კონტროლი (რეცეფცია, ჰაუსქიფინგი, ტექნიკური სამსახური და სხვ.)
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და მარაგების მართვა
** შიდა რეგულაციების, სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
** სეზონური ოპერაციების დაგეგმვა და ეფექტიანი მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე
** ოპერაციული პროცესების მართვის გამოცდილება
** ფინანსური მართვის საბაზისო ცოდნა
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება; ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
უნარ-ჩვევები:
** გუნდთან მუშაობისა და ლიდერობის ძლიერი უნარები
** პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად)
** საცხოვრებლის უზრუნველყოფას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: info@roshegudauri.ge
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს