სამაცივრე საწყობის უფროსი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება დადგენილი ფორმისა და პროცედურების შესაბამისად;
** მისაღები და გასაცემი პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი სასაქონლო ზედნადებებთან;
** პროდუქციის გაცემა მხოლოდ სააღრიცხვო პროგრამიდან ამობეჭდილი და სათანადოდ ხელმოწერილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** გადამზიდავებზე პროდუქციის დროული გაცემა და სავაჭრო შეკვეთების მომზადება;
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება შესაბამისი გადაადგილების ზედნადების საფუძველზე;
** პროდუქციის მიღება, შენახვა და გაცემა FIFO მეთოდის დაცვით;
** პროდუქციის ვარგისიანობის, შენახვის რეჟიმებისა და ოპტიმალური განლაგების კონტროლი;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და სასაქონლო სახე დაკარგული/მოკლე ვადიანი პროდუქციის აღრიცხვა;
** სასაწყობე ინვენტარის, სანიტარული ნორმებისა და შრომის წესების დაცვა;
აუცილებელი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge. გთხოვთ, "subject"-ში მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს