გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: კაუკასუს აუტო

გამოქვეყნების თარიღი: Mar 02

დასრულების ვადა: Apr 02

ადგილმდებარეობა: თბილისი

"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

https://caucasusauto.com
Caucasus Auto | Facebook
Caucasus Auto Market | Rustavi | Facebook
Caucasus Auto | LinkedIn

"კაუკასუს აუტოში" გაყიდვების პროაქტიური გუნდი ჩვენი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში თბილისის ფილიალებისთვის გაყიდვების მენეჯერებს ვეძებთ, რომლებიც:

** მოიზიდავენ მომხმარებლებს და მათ მოთხოვნებს და საჭიროებებს გააანალიზებენ,
** მოიძიებენ მათთვის სასურველ ავტომობილს მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე,
** მომხმარებელთან ექნებათ აქტიური კომუნიკაცია
** დაამუშავებენ მომხმარებელთა ბაზას
** ეფექტურად გაუძღვებიან გაყიდვების პროცესს

თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:

** გიყვართ გაყიდვები
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
** გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე
** იცით სხვა რომელიმე ენა

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/FakUl

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.

გელოდებით!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...