ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
შპს "ონექს ჯორჯია" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ეფექტურად განხორციელებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 19 ბ
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00
შაბათი: 10:00 - 15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (შეთანხმებით)
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
** პასუხისმგებელია ორგანიზაციისთვის პერსონალის მოზიდვასა და შერჩევის პროცესის სწორად განხორციელებაზე;
** აუცილებელია შრომის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
** სამუშაოს ძიების პლატფორმებზე ვაკანსიის განთავსება;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება;
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა;
** პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვაში, განხორციელებაში და შედეგების მართვაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება;
** თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის მომზადება და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
** Fitpass
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@onex.ge
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს