ფინანსური მენეჯერი
"GSM Service" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ
პასუხისმგებელია კომპანიის ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და მართვის პროცესების კოორდინაციაზე. უზრუნველყოს კომპანიის ფინანსური მდგრადობისა და მომგებიანობის ზრდა.
შესასრულებელი სამუშაო:
** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების მონიტორინგი;
** ბიუჯეტის შედგენა, დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** ფინანსური ანალიზის ჩატარება (შემოსავლები, ხარჯები, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები);
** მენეჯმენტისთვის ფინანსური რეპორტების და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ღონისძიებების შემუშავება;
** ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
** ფასების ფორმირების და მომგებიანობის ანალიზში მონაწილეობა (სერვისები/სათადარიგო ნაწილები);
** ფინანსური პროგნოზების მომზადება და ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერა ანალიტიკური მონაცემებით. მატ შორის ახალი მიმართულების განვითარება;
** საბუღალტრო აღრიცხვის გუნდის ხელმძღვანელობა და ფინანსური მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბუღალტერია/ფინანსები/ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება).
** ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების და ფინანსური მოდელირების ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა; თვიური/წლიური დახურვის სრული ციკლის მართვის პრაქტიკა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა
საკონტაქტო ელფოსტა: hr@gsmservice.ge
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს