სამშენებლო პროექტის მენეჯერი

კომპანია: IPS Facade

გამოქვეყნების თარიღი: Feb 25

დასრულების ვადა: Mar 25

ხელფასი: 2000

ადგილმდებარეობა: ბათუმი

"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საფასადე მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება/მონტაჟი.

"IPS Facade" აცხადებს ვაკანსიებს სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** საოპერაციო მენეჯერთან ერთად პროექტის ზედამხედველობა;
** სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი;
** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დროულად მობილიზების კონტროლი;
** შესრულებისა და სამონტაჟო სამუშაოების პროცესების მართვა;
** ადმინისტრაციისთვის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + ბონუსები (საშუალო ხელფასი 4000-5000 ლარი)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@ips.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სამშენებლო პროექტის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...