კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: IPS Facade

გამოქვეყნების თარიღი: Feb 25

დასრულების ვადა: Mar 25

ხელფასი: 2000

ადგილმდებარეობა: ბათუმი

"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

"IPS" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტების შესწავლა;
** წინასწარ განსაზღვრულ სექტორში ავტომობილით გადაადგილება, სამშენებლო ობიექტების შეფასება ობიექტებისთვის საჭირო მასალის სიის განსასაზღვრად
** გეგმის ფორმირება სამშენებლო ობიექტებისთვის
** პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება;
** კომპანიებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
** პოტენციურ კლიენტებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება და შემდგომში გაფორმების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია კორპორატიული მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + ბონუსი (საშუალო ხელფასი 4000-5000 ლარი)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@ips.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...