ღამის ცვლის მენეჯერი

კომპანია: მადარტი

გამოქვეყნების თარიღი: Feb 25

დასრულების ვადა: Mar 25

ხელფასი: 3000

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მენეჯერის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** გასაუბრება HR სპეციალისტთან;
** სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ჩვენ ვითხოვთ:

** უმაღლეს განათლებას ფინანსების, ზოგადი მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** 2+ წლიან სამუშაო გამოცდილებას ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** პერმანენტულ ინიციატივებს;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
** გუნდის ეფექტური მართვის უნარს;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის საწარმოო და გაყიდვების პროცესების კოორდინირება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ფილიალის ყოველი ღამის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, შედეგებიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში, გაყიდვების მიმართულებაში ჩართულობა - მომხმარებელთა კონსულტირება, სალარო ოპერაციები და შეკვეთების გაშვების პროცესი;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
** ფილიალის გაყიდვების ოპტიმიზაცია;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა;
** მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, ფილიალში არსებული პრობლემების ან/და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ცინცაძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: 2 ღამე მუშაობა, 2 დღე-ღამე დასვენება
ანაზღაურება: 3000 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ, აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ღამის ცვლის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...