ონლაინ მაღაზიის კონტენტისა და SEO ასისტენტი
"მეგატექნიკა" უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე.
"მეგატექნიკას" ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ონლაინ მაღაზიის კონტენტისა და SEO-ს ასისტენტი (დისტანციური)
სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე პროდუქციის ატვირთვა, განახლება და რედაქტირება SEO სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის ტექსტური აღწერების მომზადება/დაკორექტირება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** საიტის ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია: დავალებების მიწოდება, მიღება და პროცესის კოორდინაცია;
** საიტის ვიზუალურ ნაწილზე ზრუნვა შესაბამის სპეციალისტებთან თანამშრომლობით;
** Google Analytics-ის მონაცემების დამუშავება და ძირითადი მიგნებების მარკეტინგის გუნდთან გაზიარება;
** SEO სტანდარტების შესაბამისად ბლოგის სტატიების განთავსება/დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში ონლაინ გუნდის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულებაში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაცია და დაკისრებული დავალებების დროული შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექსტუალურ კონტენტზე მუშაობის გამოცდილება (წერა, რედაქტირება, კორექტირება);
** Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექსტების დაწერა/დაკორექტირება ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ვადების დაცვა;
** დისტანციურად მუშაობის უნარი და გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია.
სასურველია
** SEO მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ან საბაზისო ცოდნა;
** CMS-ის სპეციფიკის და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საბაზისო პრინციპების ცოდნა.
** Google Analytics-ის გამოყენების გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
** დისტანციურ სამუშაო ფორმატს (გამოსაცდელი პერიოდი იქნება ჰიბრიდულო);
** რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას SEO და e-commerce მიმართულებით;
** SEO პროცესებში განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობას (გარე პროფესიონალური მხარდაჭერით);
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და გუნდურ თანამშრომლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "ონლაინ მაღაზიის კონტენტისა და SEO-ს ასისტენტი (დისტანციური)"
მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გამოელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძეკდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: info@officers.ge
პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს