HR ჯენერალისტი
ჩვენ ვართ "LPP" — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ემოციები და აისრულოს ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.
კომპანია "LPP Georgia" აცხადებს ვაკანსიას HR Generalist-ის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ და პროაქტიულ HR პროფესიონალს. აღნიშნული პოზიცია უზრუნველყოფს ოფისის თანამშრომლებისა და მაღაზიების გუნდების მხარდაჭერას.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
რეკრუტინგი (Talent Acquisition)
** საოფისე (მოთხოვნისამებრ) და მაღაზიის პოზიციებისთვის რეკრუტინგის პროცესის სრულად მართვა;
** ახალი მაღაზიების გახსნის პროცესში თანამშრომელთა შერჩევის მხარდაჭერა;
** კანდიდატების მოძიება სხვადასხვა საკომუნიკაციო და რეკრუტინგის არხის გამოყენებით;
** გასაუბრებების ჩატარება და შერჩევის პროცესის კოორდინაცია;
** სამუშაო შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
HR ადმინისტრირება
** საკადრო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა (მიღება, გათავისუფლება, შვებულება, ხელშეკრულებები, დამატებითი შეთანხმებები და სხვა);
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დროის აღრიცხვისა და შვებულებების გრაფიკის კონტროლი;
** HR ანგარიშგებისა და შესაბამისობის (compliance) პროცესებში მონაწილეობა;
** თანამშრომლებისა და მენეჯერებისთვის HR პროცედურებთან დაკავშირებით საბაზისო კონსულტაციის გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** HR სფეროში მუშაობის 1-3 წლიანი გამოცდილება (რეკრუტინგისა და/ან HR ადმინისტრირების მიმართულებით);
** შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა - საშუალო დონე;
** პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიული განვითარების სურვილი
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ასათიანის 10;
** სამუშაო განრიგი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
რას გთავაზობთ:
LPP Georgia-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.
** შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
** ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას;
** ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს;
** კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში;
** კონკურენტული ხელფასს და შედეგებზე ორიენტირებულ წლიურ ბონუსებს;
** თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay);
** ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას;
LPP Georgia-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lpp.hr.georgia@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.lpp.com/en/
შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ელ ფი ფი საქართველო" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ელ ფი ფი საქართველო" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს