უმცროსი ბუღალტერი

კომპანია: Way Mart

გამოქვეყნების თარიღი: Feb 24

დასრულების ვადა: Mar 24

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ვეი მარტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის თანამდებობაზე. (მხოლოდ 6 თვით)

გთხოვთ,  CV გამოგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  აკმაყოფილებთ ქვემოთ ჩამოთვლილ აუცილებელ მოთხოვნებს ელ. ფოსტაზე: smarketsvacancy@socar.ge და სათაურის  ველში  მიუთითოთ  პოზიციის სახელწოდება  უმცროსი ბუღალტერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სამუშაო დროებითია და ხანგრძლივობა განსაზღვრულია 6 თვით;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00მდე
** ადგილმდებარეობა: დიღომი, აღმაშენებლის ძეგლთან მდებარე ოფისი;
** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული (1875 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** მოქნილი საბონუსე სისტემა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამაში გატარება;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება-გამოწერა;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office ცოდნა;
** Apex-ის პროგრამის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორიენტირებულობა დეტალებზე;
** დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სხარტი და მოქნილი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უმცროსი ბუღალტერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...