დაცვის თანამშრომელი

კომპანია: ვეზირი

გამოქვეყნების თარიღი: Feb 24

დასრულების ვადა: Mar 24

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ვეზირი" იწყებს კანდიდატების შერჩევას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 25 (ოცდა ხუთი)
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 01/04/2026

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: დამკვეთის (TBC) ობიექტი, თბილისი, ვაშლიჯვარი.
** სამუშაო საათები: 3 ცვლიანი რეჟიმი, რაც გულისხმობს დილის 09:00 სთ-დან მეორე დილის 09:00 სთ-მდე 24 საათიან მორიგეობას, ყოველ მე-3 დღეს.
** ანაზღაურება: ხელზე მისაღები 1300 ლარი;
** დაზღვევა: დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტი კომპანიის ხარჯზე.
** ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით.

ძირითადი მოვალეობები:

** მორიგეობის პერიოდში ობიექტზე დაშვების უზრუნველყოფა, შესვლა-გამოსვლის კონტროლი (როგორც ადამიანების ასევე ა/მანქანების) არასანქცირებული შეღწევის აღკვეთა;
** კანონსაწინააღმდეგო მოქმედების აღკვეთა და დამკვეთის/შესაბამისი სამსახურების ინფორმირება;
** დაცვის თანამშრომელი შემოსილი უნდა იყოს უნიფორმით და აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით;
** დასაცავი ობიექტები აღჭურვილია დაშვების კონტროლის, სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციით და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია: ცვლიან რეჟიმში მუშაობის გამოცდილება;
** საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფი რეაგირებისა და გაწერილი ინსტრუქტაჟის ფარგლებში მოქმედების უნარი;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** სასურველია: ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ფლობა;
** დაცვის თანამშრომლის ასაკი - 25 -50 წლამდე;
** სასურველია ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 24 მარტი

დასაქმებულის უფლებები: შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@veziri.net, ველში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - დაცვის თანამშრომელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...