მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი

კომპანია: ოფისელი

გამოქვეყნების თარიღი: Feb 17

დასრულების ვადა: Mar 17

ადგილმდებარეობა: თბილისი

ონლაინ მაღაზია "ოფისელი" http://www.officell.ge აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** შემომავალი სატელეფონო ზარებისა და სხვა კორესპონდენციის მართვა;
** შემოსული მოთხოვნების მიღება, დამუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
** კომუნიკაცია დამკვეთებთან;
** და სხვა საქმიანობა, რაც უკავშირდება დამკვეთთა მომსახურებასა და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ზრდას.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** უმაღლესი ბიზნეს ან ტექნიკური განათლება;
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა, გამართული მეტყველებისა და წერის უნარი ინგლისურ ენაზე..

საჭირო პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** ახლის შეთვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსია ცხადდება სრულ სამუშაო განაკვეთზე (8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე). სამუშაო ადგილი თბილისი, ნაძალადევის რაიონი.
საწყისი ხელფასი 1200 ლარი.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 20 თებერვლისა ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@officell.ge და მიუთითეთ ვაკანსია: მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...