ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

კომპანია: ვენგო ჯგუფი

გამოქვეყნების თარიღი: Feb 16

დასრულების ვადა: Mar 16

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

"ვენგო ჯგუფი"-აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 - 18:00;
დასვენების დღე: შაბათი - კვირა

ძირითადი ვალდებულებები:

1. ფინანსური სტრატეგია და ბიუჯეტირება:

** წლიური და კვარტალური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი.
** ფინანსური პროგნოზების მომზადება (შემოსავლები, საოპერაციო მოგება, ხარჯები).

2. ფინანსური ანგარიშგება:

** IFRS-ის სტანდარტების მიხედვით ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
** სამივე კომპანიაში (Forwarding, Warehousing, Transportation) ყოველთვიური და წლიური ფინანსური რეპორტების შედგენაში მონაწილეობის მიღება. (მოგება/ზარალი, cash-flow, ბალანსი)

3. სალაროს და დებიტორული კონტროლი:

** დებიტორული დავალიანების მონიტორინგი, ანგარიში ფინანსურ მენეჯერთან
** კრედიტორული დავალიანების მონიტორინგი, ანგარიში ფინანსურ მენეჯერთან

4. ფინანსური ოპერაციები:

საგადასახადო რისკების შეფასება და შესაბამისი კომუნიკაცია აუთსორს ბუღალტერიასთან.

5. ფინანსური ანალიტიკა და რისკების მართვა:

** მოგებიანობის ანალიზი (LTL vs FTL, Sea vs Air).
** კომპანიის საბონუსე სქემების მხარდაჭერა, ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** განათლება: ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები ან ეკონომიკა (მაგისტრი უპირატესობაა)
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი ფინანსურ მენეჯმენტში, ანალიტიკასა და რეპორტინგში. გამოცდილება ლოჯისტიკაში უპირატესობაა.

უნარები:

** IFRS ან ადგილობრივი სტანდარტების ცოდნა
** ბიუჯეტირება, ფინანსური პროგნოზები.
** დებიტორებისა და კრედიტორების მართვა.
** რისკ-მენეჯმენტი.
** ფინანსური სისტემების ცოდნა.
** უცხო ენები: სასურველია ინგლისური ენა (B2+/C1), მეორე უცხო ენა უპირატესობად ჩაითვლება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "ფინანსური მენეჯერის ასისტენტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...