მთავარი ბუღალტრის ჯგუფის უფროსი

კომპანია: ალტიდო

გამოქვეყნების თარიღი: Feb 16

დასრულების ვადა: Mar 16

ადგილმდებარეობა: თბილისი

საბუღალტრო და აუდიტორული კომპანია შპს "ალტიდო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის-ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

ჯგუფის უფროსის უშუალო მოვალეობაა უხელმძღვანელოს ჯგუფში შემავალი კომპანიების საბუღალტრო აღრიცხვას და კოორდინაცია გაუწიოს მის დაქვემდებარებაში მყოფი ბუღალტრების მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ჯგუფში შემავალი ბუღალტრების საქმიანობის კოორდინაცია, მათთვის ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი.
** პირველადი დოკუმენტაციის სისრულის კონტროლი.
** ყოველთვიური და ყოველწლიური წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეულად ცოდნა
** ACCA სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა
** საოფისე პროგრამების სრულფასოვნად ცოდნა
** აუცილებელია MS Excel-ის სრულფასოვნად ცოდნა
** "Oris ბუღალტერიაში", "FINA"-ში ან/და საქართველოში გავრცელებულ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალური და სწრაფი

საკონტაქტო ინფორმაცია: info@altido.ge | nmukhiashvili@altido.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მთავარი ბუღალტრის ჯგუფის უფროსი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...