ბუღალტერი
კომპანია "Loyal Partners" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
"Loyal Partners" არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებას.
ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმის, მაღალი ეთიკური სტანდარტებისა და ინოვაციური მიდგომების საფუძველზე დავეხმაროთ კლიენტებს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციასა და ბიზნესმიზნების მიღწევაში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №36ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Balance / FINA);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ACCA-ის სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საბუღალტრო გატარებების რეგისტრაცია;
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
** ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
** არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საბუღალტრო კონსულტაციების ორგანიზება პასუხისმგებელი პირის ჩართულობით;
** კომპანიის მიერ დადგენილი კლიენტთა საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტების დაცვა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და კლიენტთა მომსახურების სტანდარტების შესრულება;
** კლიენტებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა საგადასახადო დეკლარაციების გაგზავნის შემდეგ;
** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: support@loyalpartners.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ:
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს