საოპერაციო ბუღალტერი - ანაზღაურებადი სტაჟირება

კომპანია: Loyal Partners

გამოქვეყნების თარიღი: Feb 13

დასრულების ვადა: Mar 13

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "Loyal Partners" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საოპერაციო ბუღალტრის პოზიციაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

Loyal Partners არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს უწევს მაღალკვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებას.

ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმის, მაღალი ეთიკური სტანდარტებისა და ინოვაციური მიდგომების საფუძველზე დავეხმაროთ კლიენტებს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციასა და ბიზნესმიზნების მიღწევაში.

სტაჟირების პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №36ა
** სტაჟირების გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე
** სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი
** პერსპექტივა: წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში - დასაქმება

ძირითადი სტაჟირების პროცესი:

** საბანკო ოპერაციების გატარება
** შესყიდვებისა და გაყიდვების ოპერაციების რეგისტრაცია;
** საბაზისო საბუღალტრო გადამზადების სისტემაში ჩართულობა;
** პარტნიორ კომპანიებთან მომსახურებისა და კომუნიკაციის პროცესების შესწავლა.

პიროვნული უნარები:

** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური უნარები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის ან მოწინავე მომხმარებლის დონეზე;
** ACCA-ის სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: support@loyalpartners.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ:

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი
პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საოპერაციო ბუღალტერი - ანაზღაურებადი სტაჟირება

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...