სუ შეფი

კომპანია: ფუდ მენეჯმენტ გრუპი

გამოქვეყნების თარიღი: Feb 11

დასრულების ვადა: Mar 11

ადგილმდებარეობა: თბილისი

"FOOD MANAGEMENT GROUP" 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს. კომპანიას აქვს კორპორატიული კვების, ფურშეტების, ქეიტერინგის მიმართულებები და დღეისთვის, კვების მენეჯმენტის მხრივ, ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, საქართველოს ბაზარზე. "FOOD MANAGEMENT GROUP" 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ნერგავს ქეითერინგის სტანდარტს.

"FOOD MANAGEMENT GROUP" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძების მომზადება, რეცეპტების შესაბამისად;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** საფურშეტო და საბანკეტო საკვების მომზადება;
** მენიუს შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ჰიგიენის ნორმებისა და HACCP-ის სისტემის დაცვა;

მოთხოვნები:

** ივენთების და ფურშეტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** პროდუქტის დიდ მასებზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სუ შეფი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...