არქიტექტორი
"ლისი ივენთ ჰოლი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 5000 ლარი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** არქიტექტურული კონცეფციების და პროექტების შემუშავება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად
** ესკიზური, საპროექტო და სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება
** სივრცითი, ფუნქციური და ესთეტიკური გადაწყვეტების დაგეგმვა
** სამშენებლო ნორმებისა და კანონმდებლობის დაცვა პროექტირების პროცესში
** კონსტრუქტორებთან, ინჟინრებთან და სხვა სპეციალისტებთან კოორდინაცია
** პროექტის განხორციელების პროცესში არქიტექტურული ზედამხედველობა
** დამკვეთთან კომუნიკაცია და პროექტის ეტაპების შეთანხმება
** მასალებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შერჩევა
** ცვლილებებისა და კორექტირებების შეტანა საჭიროების შემთხვევაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით
** მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: nadareishvilisopo@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: "არქიტექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
"ლისი ივენთ ჰოლი" არის საუკეთესო სივრცე სტუმარმასპინძლობის სექტორში, რომლის დიზაინიც და მაღალი სტანდარტიც ევროპულ და ქართულ ტრადიციულ სტილს აერთიანებს.
"ლისი ივენთ ჰოლის" გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ლისი ივენთ
ჰოლის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა.
პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს