სამედიცინო წარმომადგენელი
"მაილაბი" 2023 წელს მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ დაარსდა. ლაბორატორია სრულად აკმაყოფილებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს, სანდო და ეფექტურ ლაბორატორიულ სერვისებს საქართველოში.
ლაბორატორია აკრედიტირებულია სსტ ისო 15189:2022/2023 მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და წარმატებით აქვს გავლილი RIQAS-ის საერთაშორისო ხარისხის კონტროლი.
"მაილაბი" აერთიანებს მაღალ ტექნოლოგიებს, სანდო კვლევებსა და პაციენტზე ზრუნვის მაღალ სტანდარტს.
"მაილაბი" ეძებს სამედიცინო წარმომადგენელს.
სამუშაო ადგილი : თბილისი, მიხეილ ჭიაურელის ქ. 9 და თბილისის ტერიტორია.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა, ლაბორატორიული სერვისების გაცნობა და ეფექტური წარმოჩენა;
** პოტენციურ დამკვეთებთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** პარტნიორებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** ლაბორატორიის ცნობადობის გაზრდაში აქტიური მონაწილეობა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ მარტივი და გასაგები რეპორტინგი.
მოთხოვნები:
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
რას გთავაზობთ მაილაბი:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას;
** საკუთარი ავტომობილით სარგებლობის შემთხვევაში საწვავით უზრუნველყოფას;
** კორპორატიულ SIM-ბარათს;
** ჯანმრთელობის დაზღვევაში თანამონაწილეობას;
** FitPass-ში ჩართვის შესაძლებლობას;
** 50%-მდე ფასდაკლებას ლაბორატორიულ კვლევებზე;
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;
კანდიდატის მხრიდან მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: office@yourmedlab.ge;
"მაილაბი" დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს. კომპანია მოტივირებულია და აკონტროლებს, რომ სამუშაო ადგილზე არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: office@yourmedlab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა, 2026 წლის 01 მარტი.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს