ტექნიკური მენეჯერი
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომლის საკუთრებაშია ქ. თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70
სამუშო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სითი მოლის სრული ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ობიექტებზე ტექნიკური საშუალებების გამართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** სამუშაო სივრცეების მუდმივ მონიტორინგი; რისკების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება, მათ შორის საფრთხის შემცველი ტექნიკური საშუალებების გამოვლენა და აღრიცხვა;
** საინჟინრო, სახანძრო და ელექტრო გაყვანილობების უსაფრთხოების დაცვა, გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა, ავარიულ შემთხვევებში დროული რეაგირება;
** მესამე პირებთან, მათ შორის მოიჯარეებთან, მუდმივ კომუნიკაცია, მათი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და აღნიშნულის მიზნით შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა;
** დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური გუნდის კომპეტენციების განსაზღვრა, შესრულებული სამუშაოების შესრულების კონტროლი. კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება;
** ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა, განაწილება და კონტროლი; დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და დროული რეაგირება;
** ობიექტებზე ჩასატარებელი სარემონტო-სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სრული პროცესის მართვა, მათ შორის კონტრაქტორების მოძიება, შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა, შესყიდვების პროცესის უზრუნველყოფა;
** საინჟინრო ან სარმონტო/სამონტაჟო ნახაზების, ასევე შეთანხმებული პირობების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმებას;
** საიჯარო ფართ (ებ)ის მოიჯარეებისთვის გადაცემის დროს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან საიჯარო ფართის შესაბამისობის მდგომარეობის უზრუნველყოფა და გადაცემის კონტროლი. მოიჯარეების მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელების დროს ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და აღნიშნულის მიზნით შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობა;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება
** MS Office-ის ცოდნა
** გუნდის მართვის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს