ფარმაცევტი/ფარმაცევტ-კონსულტანი

კომპანია: ორგანიკალი

გამოქვეყნების თარიღი: Feb 09

დასრულების ვადა: Mar 09

ადგილმდებარეობა: თბილისი

Organical — ჯანმრთელობისა და ველნესის სფეროში მოქმედი ბრენდი — ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ფარმაცევტს / ფარმაცევტ-კონსულტანტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთან პროფესიონალურ კომუნიკაციას როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად.

სამუშაო გრაფიკი:

** თვეში 10-15 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 10:00 - 21:00
** ანაზღაურება: 100 ლარი ერთ სამუშაო ცვლაში

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა კონსულტაცია ფიზიკურ ლოკაციაზე
** სატელეფონო და წერილობითი (ონლაინ) კომუნიკაცია მომხმარებლებთან
** პროდუქციის შესახებ სწორი, მკაფიო და პროფესიონალური ინფორმაციის მიწოდება
** შეკვეთებთან და მომხმარებელთა მოთხოვნებთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა
** მომსახურების მაღალი სტანდარტისა და ბრენდის ღირებულებების დაცვა

სავალდებულო მოთხოვნები:

** ფარმაცევტის ან ნუტრიციოლოგის მოქმედი სერტიფიკატი
** ქართული ენის ძალიან კარგი ცოდნა — როგორც წერილობითი, ისე სიტყვიერი კომუნიკაციისთვის
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

უპირატესობად ჩაითვლება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** სტაბილურ ანაზღაურება პროფესიონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობისა და ველნესის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას

ელ.ფოსტა: info@organical.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ფარმაცევტი/ფარმაცევტ-კონსულტანი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...