კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: ოფისელი

გამოქვეყნების თარიღი: Feb 06

დასრულების ვადა: Mar 06

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

ონლაინ მაღაზია "ოფისელი" (http://www.officell.ge) აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** პოტენციური/ახალი მომხმარებლების მოძიება;
** პოტენციურ/ახალ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება/ჩატარება;
** პოტენციური მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა;
** გაყიდვების წარმოება;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** და სხვა საქმიანობა, რაც უკავშირდება კორპორაციული მომხმარებლების მოზიდვასა და გაყიდვების ზრდას.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** უმაღლესი ბიზნეს ან ტექნიკური განათლება;
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაბელური;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** ახლის შეთვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსია ცხადდება სრულ სამუშაო განაკვეთზე (8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე).
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი.
საწყისი ხელფასი: 1000 ლარი + მოქნილი საბონუსე სისტემა (საშუალო გამომუშავება 1000 + ლარი).

გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@officell.ge. მიუთითეთ ვაკანსია: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...