მოლარე-კონსულტანტი

კომპანია: სამი ძმა

გამოქვეყნების თარიღი: Feb 02

დასრულების ვადა: Mar 02

ხელფასი: 1050

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტების პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: ცაბაძის ქ. N 8, ხიზანიშვილის ქ. N 8;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: მზარდი, საწყის ეტაპზე 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება.

რა დაგევალებათ?

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო პროგრამაში მუშაობა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა.

რას ველით თქვენგან?

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი;

როგორ მოხვდეთ ჩვენთან?

შერჩევის ვადა და ეტაპები:

რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 10 თებერვლის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი".

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მოლარე-კონსულტანტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...