უფროსი დიზაინერი - მხატვარ/ილუსტრატორი

კომპანია: BlueTabla

გამოქვეყნების თარიღი: Jan 29

დასრულების ვადა: Feb 28

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი დიზაინერის (მხატვარ/ილუსტრატორი) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული ნახევარი განაკვეთი / სრული განაკვეთი ადგილზე

ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე - https://bluetabla.ge/

სამუშაოს აღწერა:

** პროდუქტის დიზაინის შექმნა - კონცეფციიდან საბოლოო პროდუქტამდე
** ტექსტილის დიზაინზე მუშაობა
** ჭურჭლის დეკორაციაზე მუშაობა;
** პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესში კონცეფციის შემუშავება, კომპოზიციის შექმნა და ფერთა პალიტრის შერჩევა;
** წარმოების გუნდთან მუშაობა საბოლოო პროტოტიპის შექმნის მიზნით.

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ხელით ხატვის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
** ტიპოგრაფიაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და პირობები:

** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV და პორტფოლიო/ფერწერული ნამუშევრები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - career@bluetabla.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "უფროსი დიზაინერი - მხატვარ/ილუსტრატორი".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უფროსი დიზაინერი - მხატვარ/ილუსტრატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...